ცხოველთა ზღაპრების თავისებურებანი

ცხოველთა შესახებ ამ პატარა მოთხრობებს შეიძლება ეპოსი ვუწოდოთ, თუმცა ისინი, ერთი შეხედვით, იგავ-არაკთა მონათესავე ჟანრია. იგავი თუ არაკი, ან თუნდაც, იგავ-არაკი, ნართაული თხრობაა: იგი მოგვითხრობს ცხოველებზე და მათ ურთიერთობაზე, მსმენელმა კი მათში ადამიანები და ადამიანთა ურთიერთობანი უნდა იგულისხმონ. არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმად ცხოველთა იგავი მითოლოგიური წარმოშობისაა, ანუ თითოეული სიუჟეტი ინახავდა ინფორმაციას რაიმე საგნისა თუ მოვლენის (თუ მთლიანად სამყაროსას არა) წარმოშობის შესახებ. სხვაგვარად: იგავი თითქოს გარდაქმნილი, დესაკრალიზებული მითოსია. ცხოველთა ეპოსშიც არის სურვილი, თითქოს შინაგანი, თანდაყოლილი ლტოლვა ერთად ცხოვრებისა, რასაც აქ სრულიად კანონზომიერად საერთო ტრაპეზი გამოხატავს. მაგრამ ეს არ ხერხდება მათი ერთმანეთთან შეუთავსებლობის გამო. სხვადასხვა გვარის ცხოველები სამყაროს (კერძოდ, ტყის) საერთო ჰარმონიაში მონაწილეობენ, მაგრამ ერთმანეთისადმი შეუთავსებელნი, შეურიგებელნი და მტრულნი არიან. ამას აჩვენებს ცხოველთა ეპოსი. მაგრამ, თუ უფრო ღრმად შევხედავთ ამ შეუთავსებლობას, დავინახავთ, რომ შეუთავსებლობა ზედაპირულია, ფენომენურია, სიღრმეში კი ერთიანობა ძევს – ყველა ქმნილება ერთ ბუნებას არის ნაზიარები და, თუ ცხოველები ზედაპირულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სიღრმეში ისინი ერთნი არიან, როგორც ერთი შემოქმედის ქმნილებანი. დაძმობილების, თანაცხოვრების სურვილი ცხოველთა ეპოსში ამით არის გამოწვეული, იგი შინაგანი ძახილია, ბუნებრივი ტენდენციაა. ხალხური სიტყვიერება მაინც აღიარებს ცხოველთა სამყაროს სოლიდარობას, რომელიც ძლევს ზედაპირულ მტრობას.

Advertisements

ფოლკლორი და მისი შემქმნელი საზოგადოება

იმ შემოქმედებითი სფეროს სახელწოდება, რომელიც ფოლკლორის სახელით არის ცნობილი, ანგლოსაქსური კომპოზიტით გამოიხატება: ფოლკ-ლორე. რაკი, საზოგადოდ, კომპოზიტი, სულ მცირე, ორი წევრისაგან მაინც შედგება, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეული კავშირით არიან შეკრულნი და, შესაძლოა, შედუღაბებულნიც, მისი შინაარსიც მეტ-ნაკლებად რთულია. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაშიც,ის მასალა, რომელსაც დისციპლინა, სახელწოდებით ფოლკლორისტიკა, შეისწავლის, არ არის მარტივი: იგი ორი წევრის, სახელდობრ, ხალხისა და სიბრძნის ურთიერთშერწყმაა. ტერმინ „ფოლკლორში“ ნაგულისხმევი მასალა – ზეპირსიტყვიერი სიბრძნე თუ ცოდნა – თავისი არსით ანონიმურია და პრინციპულად დაუთარიღებელი, ავტორიც ჰყავს და მისი შექმნის დროც ცნობილია. მისი არსებობა იწყება 1846 წლიდან, როცა უილიამ თომასმა  ინგლისურ ჟურნალ „ათენეუმის“ 22 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ფოლკლორე”, სადაც პირველად გამოჩნდა ტერმინი. რას გულისხმობს ფოლკ „ხალხი“ და რას გულისხმობს ლორე „სიბრძნე“-ცოდნა. განვიხილოთ პირველი. რას წარმოადგენს ის „ხალხი“, რომელიც ატარებს ამ „სიბრძნეს“?! ამ კომპოზიტში სიბრძნე-ცოდნასთან მიმართებაში „ხალხი“ გულისხმობს ადამიანთა იმგვარ სიმრავლეს, რომელიც გარკვეულ ნიშანთა ერთობლიობით არის გაერთიანებული და თავადაც აცნობიერებს და განიცდის ამ ერთიანობას. იმისათვის, რომ ხალხი „სიბრძნის“ მატარებელი „ფოლკი“ გახდეს, აუცილებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი საერთო ცხოვრებით ცხოვრობდეს.

რა არის ღირებულება

კანტმა სათავე დაუდო ესთეტიკურის ღირებულებით გაგებას. ესთეტიკის ამოცანა ხდება ღირებულებათა ესტეტიკური სფეროს ანალიზი. აზრი ეძიებს ესთეტიკური ღირებულების სათავეს, წყაროს. ამ საკითხზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

Read more

ჰერმენევტიკული წრე

თითოეული ესთეტიკური ტექსტი არის თავისებური ენა. მისი გაგება არის ამ ენის ხელახალი კონსტრუირება, ანუ ალაპარაკება ამ ენაზე. ამიტომ, გაგება არის წრეში მოძრაობა. ჰერმენევტიკა არის წრეში მოზრაობის ხელოვნება.

Read more

ჰეგელის ხელოვნების იდეალი

ჰეგელის ხელოვნების ფილოსოფიის ამოსავალიც მშვენიერების იდეაა, მაგრამ ჰეგელმა პრინციპულად გააფართოვა ტვით იდეის გაგება. ჰეგელი ასე მსჯელოს: თუ მშვენიერება მისი არსებისა და ცნების მიხედვით უნდა იქნეს შემეცნებული, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოაზროვნე, საკუთარი თავის მცოდნე ცნებების საშუალებით. თვითგაცნობიერების პრინციპის გავლის გზით ხდება აბსოლიტური მშვენიერება.

Read more

რა არის პლატონის მიხედვით-მშვენიერება

რა არის მშვენიერება? ეს ერთ-ერთი ყველაზე ძირეული ფილოსოფიური შეკლითხვაა. პლატონი ამბობდა, რომ ამ კიტხვაზე პასსუხის გაცემა „არის ზნელი“. ესთეტიკა არის ფილოსოფიის დარგი, რომელიც იკვლევს მშვენიერებას, ფართო აზრით. როგორც სამყაროს ერთ-ერთ არსებით განზომილებას. ესთეტიკურის გამოვლენის ფორმაა – ხელოვნება.

Read more

ალოგლოტოგრაფია

ლეონტი მროველის ცნობა იმის შესახებ, რომ ფარნავაზ მეფემ შექმნა ,,მწიგნობრობაი ქართული’’, შესაძლოა, უნდა გავიგოთ როგორც ალოგლოტოგრაფიული მეთოდით ქართული წერის შემოღება.
ალოგლოტოგრაფიული (ბერძნ. allos ,,სხვა’’, glotta ,,ენა’’) წერის დროს ტექსტს კარნახობენ ერთ ენაზე, ჩაწერა კი ხდება დამწერლობის მქონე სხვა ენაზე: ადრესატი ტექსტს ყოველთვის საწყის ენაზე ამოიკითხავს.
   ალოგლოტოგრაფია  ფართოდ იყო გავრცელებული ძველი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. ერთ–ერთი შუამავალი ენა, რომელზეც ხდებოდა ასეთ საწყის შეტყობინებათა კოდირება, იყო არამეული. არ არის გამორიცხული, რომ ქრისტიანობამდე საქართველში კონსონანტურ–სილაბური არამეული დამწერლობის სპეციფიკური სახეობით – არმაზულით შესრულებული  წარწერების ფართო გავრცელება ასახავდეს სწორედ აგლოტოგრაფიის გამოყენებას ადგილობრივ ენებზე ტექსტების ჩასაწერად.

ისტორიულ–შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანები, ენათა ნათესაობის დადგენის კრიტერიუმები

ისტორიულ–შედარებითი მეთოდი, როგორც აღნიშნული გვქონდა, გულისხმობს ისტორიულ ენებს შორის ფონემური შესატყვისობების დადგენას და ამის საფუძველზე ამოსავალი ფუძე–ენის დადგენას – ამოსავალი ენობრივი სიისტემის რეკონსტრუქციას მისი ფონემური შედგენილობითა და გრამატიკული სტრუქტურით. ამ ფუძე–ენიდან წარმომდგარი ენობრივი სისტემები ქმნიან ე.წ მონათესავე ენათა გენეტიკურ ჯგუფებს ანუ ენობრივ ოჯახებს.
Read more

ტენიერის სინტაქსური თეორია: აქანტები, ვალენტობა, სემანტიკური როლები

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან ე.ი ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი,ორპირიანი და სამპირიანი.იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი პირი.ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა.ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა.ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ შემთხვევაში ის უვალენტოა.თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია,თუ ორს – ორვალენტიანი.
აქტანტებს წარმოადგენენ სუბიექტი,პირდაპირი და ირიბი ობიექტი.სუბიექტი არის წინადადების წევრი,რომლის შესახებადაც რაღაც მტკიცდება,ხოლო ობიექტია ის წევრი,რომელზეც ან რომლისთვისაც ხდება მოქმედება. აქტანტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ზმნის ვალენტობა.

წინადადების ტიპები აგებისა და მოდალობის მიხედვით

წინადადების ტიპები

მოდალობის მიხედვით

   მოდალობის, ანუ შინაარსის მიხედვით წინადადება შეიძლება იყოს თხრობითი, კითხვითი, ძახილისა და კითხვა-ძახილის.
აგებულების მიხედვით
აგებულების მიხედვით წინადადება ქართულში სამი სახისაა: მარტივი, შერწყმული და რთული.

Read more