რა არის მშვენიერება? ეს ერთ-ერთი ყველაზე ძირეული ფილოსოფიური შეკლითხვაა. პლატონი ამბობდა, რომ ამ კიტხვაზე პასსუხის გაცემა „არის ზნელი“. ესთეტიკა არის ფილოსოფიის დარგი, რომელიც იკვლევს მშვენიერებას, ფართო აზრით. როგორც სამყაროს ერთ-ერთ არსებით განზომილებას. ესთეტიკურის გამოვლენის ფორმაა – ხელოვნება.

ხელოვნება, ანტიკური გაგებით, არის ღვთაებრივი, მეტაფიზიკური საწყისის გამოვლენის წესი. რაში მდგომარეოპბს მისი თავისებურება?

პლატონის – „ნადიმში“ აღწერილია ანტიკური სიმპოზიუმი. თითოეული მონაწილე საკუთარ სადღეგრძელოში წარმოადგენს საკუთარ კონცეფციას, მშვენიერებისა და ხელოვნების არსების შესახებ. შემდეგ კი იმართება კამათი, დიალოგი.

იქ რრმად არის გააზრებული მშვენიერების ფენომენი და ისმის კითხვა, თუ რას ეწოდება – „მშვენიერება“.

მოკამათენი მივლენ დასკვნამდე, რომელიც არის პლატონის ფილოსოფიის რერძი: – მშვენიერების არსება არის ცალკეულ მშვენიერ საგანთა მიღმა – მშვენიერება, თავისთავად, მშვენიერის იდეაა, მშვენიერების პირველადი, იდეალური, მარადიული სახე, ხოლო ხელოვნება არის მშვენიერების იდეის უკუფენა და განფენა მის გრძნობად მისაწვდომობაში.

„ნადიმში“ მშვენიერების იდეის წვდომა უზენაესის წვდომის რანგში განიხილება, ესთეტიკური სიამოვნების ადგილს იჭერს – სიყვარული – „პლატონური ეროტიკა“. მშვენიერების იდეის მედიტაცია გრძნობას აესთეტიკურებს, გრზნობას განწმენდს ორგანული ფუნქციისგან, შეზღუდულობისა და პირობითობებისგან.

Leave a comment